მამარდაშვილი სათადარიგო ვარიანტია | ჩელსიმ ვილიარეალს შეთავაზება გაუკეთა
ლონდონის „ჩელსი“ მეკარეს ეძებს და „არისტოკრატები“ გიორგი მამარდაშვილითაც ინტერესდებოდნენ. „ლურჯებმა“ „მამარდას“ პოტენციური ტრანსფერი ამ მომენტისთვის გვერდზე გადადეს და ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ვილიარეალს“ დაუკავშირდნენ.
„ჩელსის“ „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მეკარის, ფილიპ იორგენსენის გაფორმება სურს. ლონდონელებმა „ვილიარეალს“ 20 მილიონი ევროს ოდენობის წინადადება გაუგზავნეს და „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა თავად ფეხბურთელსაც უნდა.
რომანოს მიხედვით, იორგენსენმა „ჩელსის“ თანხმობა უკვე შეუთვალა და კლუბების შორის საერთო ენის გამონახვას ელოდება. El Gol Digital-ის ინფორმაციით, „არისტოკრატებისთვის“ იორგენსენი პრიორიტეტია, მამარდაშვილი კი მათ სიაში მეორე პოზიციას იკავებს.
???????? EXCLUSIVE: Chelsea send first bid in the region of €20m to Villarreal for Filip Jorgensen!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 24, 2024
It follows talks on player side as revealed earlier this week; he’s on the list as potential new GK for Maresca.
Jorgensen, keen on the move. pic.twitter.com/EKhcDtYICr
ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ლურჯები“ ქართველი მეკარის ტრანსფერზე იმ შემთხვევაში დაფიქრდებიან თუ იორგენსენთან მიმართებით არაფერი გამოუვათ, რისი ალბათობაც არც ისე დიდია.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი Transfermarkt-ზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი ფასი 45 მილიონი ევროა.