გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვე შოტლანდიაში არ წავიდა | უოტფორდი ამხანაგურ მატჩს გამართავს

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ 2024/25 წლების სეზონისთვის ემზადება. „კრაზანებს“ ამხანაგური მატჩები აქვთ დაგეგმილი და დღეს, თბილისის დროით, 22:00-ზე, ედინბურგში „ჰიბერნიანს’ დაუპირისპირდებიან.

ქართველი ფეხბურთელი შოტლანდიურ კლუბთან ჩანიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „უოტფორდმა“ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ „ჩაკვე“, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, ინგლისში დარჩა და მოკლე ვარჯიში ჩაატარა.

„ჰიბერნიანის“ შემდეგ, „უოტფორდს“ კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ელის. 30 ივლისს, თბილისის დროით, 22:30-ზე, „კრაზანებისა“ და „უიკომბის“ შეხვედრას ვიხილავთ, 3 აგვისტოს, 18:00-ზე კი, „უოტფორდი“ პრემიერ ლიგის ბინადარ „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, 24 წლის ჩაკვეტაძე „უოტფორდს'' გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ყველა ტურნირის ჩათვლით 37 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ესპანურ პრესაშიც დაადასტურეს | წიტაიშვილი გრანადას უახლოვდება
ესპანურ პრესაშიც დაადასტურეს | წიტაიშვილი გრანადას უახლოვდება