უიღბლობა გრძელდება | ანსუ ფატიმ ისევ ტრავმა მიიღო
„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ანსუ ფატიმ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. კატალონიურმა გრანდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს გამართულ ვარჯიშზე ფატიმ ფეხი დაიზიანა.
„დღევანდელ ვარჯიშზე, პირველი გუნდის მოთამაშემ, ანსუ ფანტიმ ფეხის ტრავმა მიიღო. მას ბარსელონაში კონსერვატიული მკურნალობა ჩაუტარდება და მისი დაბრუნების თარიღი, გამოსაჯანმრთელებლად საჭირო დროზე იქნება დამოკიდებული“, - წერს „ბლაუგრანა“.
MEDICAL NEWS | In training today, first team player Ansu Fati suffered a foot injury. He will undergo conservative treatment in Barcelona and his return to training will be determined by his recovery time. pic.twitter.com/NflARAak1z
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 24, 2024
ფატიმ გასული სეზონის დიდი ნაწილი „ბრაიტონში“ გაატარა და „თოლიების“ რიგებში იჯარის წესით თამაშობდა. ინგლისური კლუბის მაისურით, მან საერთო ჯამში 27 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. „ბრაიტონმა“ ფატის გამოსყიდვა არ ისურვა და ფეხბურთელი „ბარსელონას“ დაუბრუნა.
2023/24 წლების სეზონში, ფატიმ ტრავმის გამო 69 დღე გამოტოვა. მან წვივის უკანა კუნთი დაიზიანა და 14 შეხვედრაში ვერ ითამაშა. „ბარსელონაში“ გამოჩენის შემდეგ, ანსუმ რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო. 2020 წელს, მან მენისკი გაიწყვიტა და თითქმის 1 წელი გაუცდა. 2021/22 წლების სეზონში, 5 ტრავმა მიიღო, რამაც მის განვითარებას ხელი ძალიან შეუშალა.