ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კონტე და დე ლაურენტისი ვერ დაარწმუნეს“ | ფაბრიციო რომანო კვარასა და პარი სენ-ჟერმენზე

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ, The Here We Go პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რომანომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ „კვარათი“ „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდებოდა და გვაუწყა, რომ ამ ზაფხულს, ქართველი ფეხბურთელი გუნდს არ გამოიცვლის.

„პარი სენ-ჟერმენის ოცნება კვარაცხელიას ყიდვა იყო, მაგრამ ანტონიო კონტესა და განსაკუთრებით, აურელიო დე ლაურენტისის დარწმუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ასე რომ, ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში დარჩება. თავდაპირველად, პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიას და ოსიმენის ერთად შეძენა უნდოდა“.

ცნობისთვის, „კვარა“ ნეაპოლში იმყოფება, კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და უახლოეს პერიოდში, „პარტენოპეის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს გამართავს. Il Mattino-ს ცნობით, ხუთშაბათს, მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაილაპარაკებენ.

Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ნათქვამია, რომ „პარტენოპეი“ კვარაცხელიას ხელფასის სახით, 5 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით კი თანხა 7-მდე ავა. ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები 8 მილიონს ითხოვენ, რაც ვითარებას ართულებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს უნდა შევცვალოთ“ - ფლიკი ამბობს, თუ როგორ ითამაშებს მისი ბარსა
„ეს უნდა შევცვალოთ“ - ფლიკი ამბობს, თუ როგორ ითამაშებს მისი ბარსა