ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ილია მერაბზე ბევრად სახიფათოა“ | შონ ომალი ქართველ მებრძოლებზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგამ“, იუთუბის საკუთარ არხზე, განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ „მანქანაზე“ ბევრად სახიფათო მეტოქეა.

„აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს სიამოვნება მივანიჭო. ვფიქრობდი, რომ თოფურიასთან ბრძოლის გამო, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლას დადებითად მიიღებდნენ, რადგან ილია მერაბზე ბევრად სახიფათო მებრძოლია, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა, დვალიშვილი მომდევნოა და ერთი სული მაქვს, როდის დავაფინიშებ“.

შეგახსენებთ, რომ ომალისთან ჩხუბის სურვილი „ელ მატადორსაც“ ჰქონდა, მაგრამ თოფურიამ განაცხადა, რომ „შუგას“ ჯერ თავის წონით დივიზიონში აქვს საქმე დასასრულებელი. ომალისა და მერაბის ბრძოლა სავარაუდოდ სექტემბერში ან დეკემბერში, ლას ვეგასში მდებარე „სფეროში“ გაიმართება.

რაც შეეხება ილიას, დიდი ალბათობით, თოფურიას მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. „დალოცვილი“ BMF-ის სიმბოლური ქამრის მფლობელია და ჯასტინ გეიჯის დაფინიშების შემდეგ, „ელ მატადორი“ გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნამდვილი ჩემპიონია“ | ნაპოლის მომდევნო მეტოქის ფორვარდის კომენტარი
„კვარა ნამდვილი ჩემპიონია“ | ნაპოლის მომდევნო მეტოქის ფორვარდის კომენტარი