„ალექს პერეირას ჰგავს, ძალიან სახიფათოა“ | არნოლდ ალენმა ჭიკაძეზე ისაუბრა
UFC-ის მებრძოლი, არნოდლ ალენი MMA-ის ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის სტუმარი იყო. ალენმა გიგა ჭიკაძესთან ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნინძასთან“ ბრძოლისთვის მაქსიმალური ყურადღებით ემზადება.
„გიგას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის მსოფლიო დონის მებრძოლია და უდიდესი გამოცდილება აქვს. ჭიკაძე არის მეტოქე, რომელიც ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის ჩვენებაში დამეხმარება და მგონია, რომ გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო ჩხუბი ელოდებათ.
ძალიან მომწონს, როცა ჩემი მეტოქე სტრაიკერია. ვცდი თუ არა გიგასთან თეიქდაუნის შესრულებას? არა მგონია. ეს ჩემი სტილი არაა. ჭიკაძე ძალიან სახიფათო მოწინააღმდეგეა და ჩვენს წონით დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. გიგა ალექს პერეირას წააგავს და ძალიან სახიფათო კიკბოქსიორია. ჭიკაძეს მეტოქეების დასაფინიშებლად საჭირო ძალა აქვს და მას დიდ პატივს ვცემ“.
შეგახსენებთ, რომ ჭიკაძისა და ალენის ჩხუბს UFC 304-ზე ვიხილავთ, რომლის მთავარი მოვლენაც ლეონ ედვარდსისა და ბელალ მუჰამედის დაპირისპირებაა. ქართველი და ინგლისელი მებრძოლის ჩხუბი ღონისძიების მეინ ქარდს გახსნის.