ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ბოლო ინფორმაცია კვარაცხელიას კონტრაქტზე | რას წერს Corriere dello Sport-ი

Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ავტორიტეტული იტალიური გაზეთი გვიზიარებს შეთავაზებას, რომელიც „ნაპოლიმ“ „კვარას“ გაუკეთა და აცხადებს, რომ მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

„ანტონიო კონტეს 3-4-2-1-ში კვარაცხელია ცენტრფორვარდს უკან მოთამაშე ორი შემტევი ნახევარმცველიდან ერთ-ერთი იქნება. თავდაპირველად, ხვიჩა მარცხნივ დაიწყებს, შემდეგ კი ვნახავთ, რა მოხდება. კვარამ ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ ჩაატარა და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა. ჯვაროსნები მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთთან დამარცხდნენ, მაგრამ მათი გამოსვლით მთელმა ქვეყანამ იამაყა.

ახლა, ერთადერთი, რაც დარჩა, ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის მოგვარებაა. კლუბი მზადაა, ქართველ ფეხბურთელს ხელფასი შესამჩნევად გაუზარდოს, რაც პარტენოპეის შიდა პოლიტიკისა და ევროტურნირების მიღმა დარჩენის საკითხის გათვალისწინებით, სერიოზული ნაბიჯია.

ნაპოლის სურს, ხვიჩას ხელშეკრულება 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს. მისი თავდაპირველი ხელფასი 5 მილიონი ევრო იქნება, ბონუსებით და ეტაპობრივი ზრდის შედეგად კი თანხა 7 მილიონამდე ავა, მაგრამ კონტრაქტში ოსიმენის მსგავსი გამოსასყიდი პუნქტი არ ჩაიდება. ვნახოთ, რა მოხდება. მოთხოვნილ 8 მილიონსა და მიწოდებულ თანხას შორის არსებული სხვაობა ჯერ არ შევსებულა“, - წერს იტალიური გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდებოდა, მაგრამ „პარტენოპეისგან“ კატეგორიული უარი მიიღო. ფრანგული გრანდი ხვიჩასთვის ბრძოლას ჯერ არ გამოთიშულა, მაგრამ ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იეგოიანი ვიტესში? - შესაძლოა, ტვენტემ ერთი სეზონით გაანათხოვროს
იეგოიანი ვიტესში? - შესაძლოა, ტვენტემ ერთი სეზონით გაანათხოვროს