გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

ესპანურ პრესაშიც დაადასტურეს | წიტაიშვილი გრანადას უახლოვდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა, „გრანადაში“ გადავიდეს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად Geo Team-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი ესპანურ კლუბთან დაახლოებულმა გამოცემებმა დაადასტურეს.

Granadadigital-ის ცნობით, „თეთრ-წითლები“ წიტაიშვილის ვარიანტზე სერიოზულად ფიქრობენ. გარიგება დასკვნით ეტაპზეა, მაგრამ დახურული ჯერ არაა. მხარეებს რამდენიმე საკითხი აქვთ მოსაგვარებელი და სწორედ ამაზე მიდის მუშაობა.

„გრანადა“ წიტაიშვილს იჯარის წესით გადაიყვანს, რომლის ხანგრძლივობაც 1 წელი იქნება. ესპანურ კლუბს გიორგის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლება არ ექნება, მაგრამ IDEAL-ი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა „გრანადასგან“ იმედისმომცემი განცხადებები მოისმინეს.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ ფეხბურთელია და უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 800 000 ევრო გახლავთ. „გრანადას“ რაც შეეხება, „თეთრ-წითლები“ გასულ სეზონში ლა ლიგაში ასპარეზობდნენ, მაგრამ უმაღლეს დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნამდვილი ჩემპიონია“ | ნაპოლის მომდევნო მეტოქის ფორვარდის კომენტარი
„კვარა ნამდვილი ჩემპიონია“ | ნაპოლის მომდევნო მეტოქის ფორვარდის კომენტარი