ოფიციალურად: გველესიანმა ირანულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა ირანულ „პერსეპოლისთან’’ ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ირანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. „პერსეპოლისი'' ირანის ჩემპიონია და კვლავ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
33 წლის ცენტრალური მცველი „პერსეპოლისში’’ 2022 წლიდან თამაშობს. ამ კლუბის რიგებში 64 მატჩში 16 გოლი შეაგდო. „პერსეპოლისთან’’ ერთად ირანის ჩემპიონი (2022-23, 2023-24), თასის მფლობელი (2022-23) და სუპერ თასის გამარჯვებული გახდა (2023). ასევე, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩი ჩაატარა. მათ შორის ერთი „ალ ნასრის’’ წინააღმდეგ, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ პირველად საკლუბო დონეზე ითამაშა, მეორედ - ევრო 2024-ზე.
ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 33 წლის ასაკში, ევრო 2024-ის დაწყებამდე, მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში ჩაატარა, ამ თამაშში საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გველესიანის აქტივში 4 მატჩი და 1 საგოლე გადაცემაა, 4-დან 3 ევრო 2024-ზე: ჩეხეთთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან.