სალომე სვანი, ნიცა საბადაშვილი, ანა გელაშვილი
Aa
Aa

თამაში მატჩის მიწურულს მოვატრიალეთ - საქართველომ სომხეთს მოუგო (U18)

კალათბურთში, საქართველოს 18-წლამდე ქალთა ნაკრებმა, რომელსაც ლიკა ქაჯაია და ირინა მელქაძე წვრთნიან, C დივიზიონში გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.

საქართველოს პირველი მეტოქე სომხეთი იყო, თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სომხეთი 60:64-ს იგებდა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, სალომე სვანმა და მარიამ მუქერიამ სამქულიანები ჩააგდეს და ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. საბოლოოდ, საქართველომ 77:68 მოიგო.

ყველაზე შედეგიანი ნიცა საბადაშვილი იყო. მის აქტივში 28 ქულა და 19 მოხსნაა. ასევე, ანა გელაშვილმა და სალომე სვანმა 13-13 ქულა ჩააგდეს.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას აზერბაიჯათან 24 ივლისს გამართავს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები