ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანი ვიტესში? - შესაძლოა, ტვენტემ ერთი სეზონით გაანათხოვროს

CrystalSport-ის ცნობით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და ნიდერლანდური „ტვენტეს’’ ნახევარმცველი ირაკლი იეგოიანი შესაძლოა იჯარით „ვიტესში’’ გადავიდეს. ფეხბურთელი ამჟამად „ვიტესთან’’ ერთად ვარჯიშობს, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობს. არნემულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა ამის მიუხედავად შესაძლებელია ლიცენზია მიიღოს. თუ ლიცენზიას მიიღებს, დიდი ალბათობით იეგოიანი იჯარით „ვიტესში’’ ითამაშებს.

იეგოიანს „ტვენტესთან’’ კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა გასულ სეზონში პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცემია, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით რანგით მეორე ლიგაში თამაშს გეგმავს. შეგახსენებთ, არნემული კლუბი გასულ სეზონში ელიტარული ლიგიდან გავარდა.

„ვიტესის'' მთავარ მწვრთნელად ხონ ვან დენ ბრომი დაინიშნა, რომელიც პოზნანის „ლეხში'' ნიკა კვეკვესკირთან და გიორგი წიტაიშვილთან მუშაობდა.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებში აღზრდილი ცენტრალური ნახევარმცველი სამ შეხვედრაში ათამაშა (სამივე ცვლილებაზე). ასევე, მიმდინარე წლის მარტში თურქეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის გამოიძახა და მატჩის მიწურულს ჩართო თამაშში. 20 წლის ფეხბურთელს საქართველოს 16 და 18-წლამდე ნაკრებებშიც უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები