კონფერენს ლიგა | რა შანსები აქვთ ქართულ კლუბებს რომ ჯგუფში მოხვდნენ
22 ივლისს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართული კლუბების პოტენციური მეტოქეების ვინაობაც გაირკვა. წილისყრის შემდეგ, სტატისტიკურმა პორტალმა, Football Meets Data-მ თითოეული კლუბის კვალიფიკაციის შანსები დაასახელა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის „ტორპედო“ „ომონიას“ ხვდება. Football Meets Data-ს მიხედვით, 18 პროცენტია იმის შანსი, რომ სტივ კინის ბიჭები კვიპროსული კლუბის ბარიერის გაივლიან. „ტორპედოს“ პლეიოფში გასვლის შანსი 6 პროცენტით ფასდება, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის - 1 პროცენტით.
„იბერია 1999“-ის მეტოქე ალბანური „პარტიზანი“ გახლავთ და თბილისელთა გასვლის შანსი 37 პროცენტია. სიტუაცია იცვლება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც „იბერია 1999“ დიდი ალბათობით, „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდება და Football Meets Data-ის მიხედვით, ჩვენებს თურქულ კლუბთან წარმატების მიღწევის 3-პროცენტიანი შანსი აქვთ, ჯგუფში მოხვედრის ალბათობა კი 0.5 პროცენტია.
„დინამო ბათუმს“ რაც შეეხება, Football Meets Data-ი ვარაუდობს, რომ აჭარლები მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავლენ და „დეჩიჩს“ დაამარცხებენ - 64 პროცენტი. „დინამო ბათუმის“ მომდევნო მეტოქე „ჰიკი“ უნდა იყოს და ფინურ კლუბთან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონს 25-პროცენტიანი შანსი აქვს, ჯგუფში მოხვედრის - 13 პროცენტი.