ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

პსჟ ამდენს არ გადაიხდის - ოსიმენის ყიდვა მხოლოდ არაბებს შეუძლიათ

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი ჩიხშია შესული. პსჟ-სთან გარიგების დასრულებას ნიგერიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა აფერხებს, რომელიც 130 მილიონი ევროა.

აურელიო დე ლაურენტისს დღემდე აქვს ილუზია, რომ ოსიმენის გამოსასყიდ თანხას არაბების გარდა ვინმე გადაიხდის, თუმცა რეალობა სულ სხვაა და პსჟ-მ მის სანაცვლოდ მხოლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

Areanapoli-ის ცნობით, პარიზელები გარიგებაში კან-ინ ლის ჩართვას არ განიხილავენ, რასაც ოსიმენის გამოსასყიდი შედარებით დაბლა უნდა დაეწია.

ფეხბურთელის სრულ ღირებულებას არავინ გადაიხდის, „ნაპოლი“ კი თანხის დაკლებაზე უარს აცხადებს. ფეხბურთელისთვის პრიორიტეტად ამ დრომდე ნაპოლის დატოვება რჩება.

ამჟამინდელი მონაცემებით ნიგერიელის შეძენის სურვილი და თან დიდი თანხის გადახდის მზაობაც მხოლოდ საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენლებს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ოსიმენს კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, წლიური ანაზღაურება 10 მილიონ ევრომდე გაუზარდა, თუმცა კლუბს ზაფხულში მისი გაყიდვა ჰქონდა განზრახული. დე ლაურენტისის გეგმებში ამხელა ხელფასის გადახდა არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე ევრო ჰქონდა“ | კულიბალიმ კვარაცხელია შეაქო
„ბრწყინვალე ევრო ჰქონდა“ | კულიბალიმ კვარაცხელია შეაქო