მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დომინიკ კრუზი
Aa
Aa

„ომალისთვის ხელსაყრელი მეტოქეა“ | დომინიკ კრუზი მერაბის მარცხს ვარაუდობს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დომინიკ კრუზმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის პოტენციურ ჩხუბზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. კრუზის თქმით, „მანქანა“ „შუგასთვის“ სასურველ სტილში ჩხუბობს, რაც მას ომალისთვის ხელსაყრელ მეტოქედ აქცევს.

„ჩემი აზრით, ომალის უპირატესობა აქვს. ყველამ ვნახეთ, რომ ჰენრი სეხუდომ დვალიშვილს ტკივილი მიაყენა და აიძულა, ჭიდაობისთვის მიემართა. როცა ოქტაგონზე გადიხარ და გგონია, რომ მეტოქე ვერც ერთხელ მოგარტყამს, დაფინიშება გარანტირებული აქვს. ყველა ვარიანტში მოგხვდება და გამონაკლისი არც მერაბი იქნება ომალის წინააღმდეგ.

დვალიშვილი დარტყმებს მიიღებს, საკითხავი ისაა, დისტანციას როგორ შეამცირებს და სწორედ ამიტომაა, დვალიშვილი ომალისთვის სტილისტურად სასურველი მეტოქე. შონი დგომს კარგად ცვლის და ფეხით ბრწყინვალედ გადაადგილდება, რაც უპირატესობას მისცემს.

ვიცით, რომ დვალიშვილს დგომში დარჩენა არ უნდა და დგომი არაა ის, სადაც მერაბი თავს კომფორტულად გრძნობს. თუმცა, ბრძოლა დგომში იწყება და სწორედ ამიტომ მგონია, რომ დვალიშვილი ომალისთვის სტილისტურად რთული მოწინააღმდეგე არაა“.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია ომალისა და დვალიშვილის ჩხუბი სად გაიმართება. „შუგას“ თქმით, დიდი ალბათობით, ღონისძიებას ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეჭვგარეშეა ის იმსახურებს“ - თოფურიამ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა
„ეჭვგარეშეა ის იმსახურებს“ - თოფურიამ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა