„ეს უნდა შევცვალოთ“ - ფლიკი ამბობს, თუ როგორ ითამაშებს მისი ბარსა
ჰანს-დიტერ ფლიკმა განმარტა, თუ როგორ ითამაშებს „ბარსელონა“ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ.
„მე იგივე მინდა, რაც წინა მწვრთნელებს სურდათ: მაღალი პრესი და მოედნის მეორე ნახევარზე თამაში. ამ აზრს ვეთანხმები, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა.
ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ფილოსოფია, გვაქვს ჩვენი სტილი. ვიცით, როგორ გვინდა თამაში, მაგრამ ყველა მატჩი გამოცდაა და ცვლილებები შესაძლებელია. შეგვიძლია ნახევარმცველი წინ წავწიოთ ან პრესინგის მეთოდი შევცვალოთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მცირე დეტალების შესაცვლელად. ვიხელმძღვანელოთ იმით, რასაც მოწინააღმდეგე გვთავაზობს.
აქ ტრადიციული მიდგომა არის ერთი შეხებით და ჯაჭვური პასების თამაში სივრცეების შესაქმნელად, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემმა მოთამაშეებმა გოლებზე გაამახვილონ ყურადღება. თუ გაქვს გოლის გატანის შანსი, გაიტანე და ვნახოთ.
ფიზიკური მომზადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკა და ტაქტიკა, კარგი ფორმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთი არ არის მხოლოდ ბურთით თამაში. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ 80%-ით ივარჯიშებ, მატჩის განმავლობაში 100%-ით ვერასოდეს ითამაშებ“,
- განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა Barça One-თან ინტერვიუში.
ფლიკის სიტყვებიდან ჩანს, რომ მის ხელში „ბარსა“ უფრო ვერტიკალურად ითამაშებს და აქცენტს ბურთის ფლობის დროს უფრო მეტად გოლის გატანაზე გააკეთებს, ვიდრე ბურთის ფლობის პროცენტის გაზრდაზე.