გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გიორგისთან ტაქტიკაზე ვისაუბრეთ“ | ლიონის თავკაცი მიქაუტაძეზე

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს გამოეხმაურა და გუნდის ტაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ფრანგული პრესის ცნობით, საჟი აპირებს 4-4-2 სქემა გამოიყენოს, რომელშიც თავდამსხმელები ალექსანდრ ლაკაზეტი და მიქაუტაძე იქნებიან, თუმცა, 45 წლის სპეციალისტი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

„გიორგისთან ვისაუბრეთ სათამაშო სქემაზე, რომელშიც ერთ თავდამსხმელსა და გარემარბების პოზიციაზე მოთამაშე ორ ფეხბურთელს ვიყენებთ. ვუთხარი, რომ ეს დამატებითი ვარიანტი იყო და რაც უფრო მეტი ვარიანტი გვექნება, გუნდი მით უფრო კარგ თამაშს აჩვენებს. ვფიქრობ, ყველა სათამაშო სისტემის გამოყენება შეგვიძლია“.

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი სტარტს 18 აგვისტოს აიღებს. „ლიონი“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს. თბილისის დროით, 19:00-ზე, გიორგი მიქაუტაძის გუნდი „რენს“ დაუპირისპირდება და მოსალოდნელია, რომ ქართველი თავდამსხმელის ოფიციალური დებიუტი ამ შეხვედრაში შედგება.

მიქაუტაძემ „ლიონს“ საკუთარი მომავალი 4 წლით დაუკავშირა. ფრანგულ კლუბს გიორგის ტრანსფერი 18.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა, ბონუსებით, თანხამ შესაძლოა, 4.5 მილიონით მოიმატოს. გარდა ამისა, მიქაუტაძის გასხვისების შემთხვევაში, „ლიონმა“ „მეცს“ მიღებული თანხის 15 პროცენტი უნდა გადაუხადოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი სახე აქვს, გინდება ცხვირ-პირი დაუნგრიო“ | ომალიმ დვალიშვილზე ისაუბრა
„ისეთი სახე აქვს, გინდება ცხვირ-პირი დაუნგრიო“ | ომალიმ დვალიშვილზე ისაუბრა