„ისეთი სახე აქვს, გინდება ცხვირ-პირი დაუნგრიო“ | ომალიმ დვალიშვილზე ისაუბრა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგამ“ განაცხადა, რომ „მანქანა“ მისი მომდევნო მეტოქეა, მაგრამ ჯერჯერობით არ გარკვეულა, მათი ბრძოლა როდის და სად გაიმართება.
„ჩემი მიზანია, საჩემპიონო ქამარი რაც შეიძლება ბევრჯერ დავიცვა და რაც შეიძლება, დიადი მებრძოლი გავხდე. ყველამ იცის, რომ მერაბ დვალიშვილი ჩემი მომდევნო მეტოქეა, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, ჩხუბი როდის და სად გაიმართება.
დვალიშვილთან ბრძოლა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია და მინდა, ოქტაგონზე გავიდე და მერაბი გავთიშო. ძალიან მახინჯია და ისეთი სახე აქვს, გინდება ცხვირ-პირი დაუნგრიო. ერთი სული მაქვს, როდის ვიჩხუბებ მებრძოლთან, რომელსაც ზედიზედ 10 მოგება აქვს. მგონი, აუტსაიდერი ვარ და ამ სტატუსით ყოფნა მომწონს.
ამბობენ, რომ დვალიშვილს საუკეთესო კარდიოთი და ჭიდაობით გამოირჩევა და არის მებრძოლი, რომელსაც ჩემი დამარცხების შესანიშნავი შანსი აქვს, მაგრამ ალჯამეინ სტერლინგზეც იმავეს ამბობდნენ და ალჯო მეორე რაუნდში დავანოკაუტე. UFC-ის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და უნდა გვითხრან, როდის და სად ვიჩხუბებთ. იქნება ეს სექტემბერში, ლას-ვეგასში მდებარე სფეროში თუ დეკემბერში“.
შეგახსენებთ, რომ ომალის აშშ-ში სურს ჩხუბი, რის გამოც, მხოლოდ იმ ღონისძიებებს განიხილავს, რომლებიც მის სამშობლოშია ჩანიშნული. „შუგასთვის“ საუკეთესო ვარიანტი ლას-ვეგასში მდებარე „სფეროა“, სადაც 2024 წელს, UFC-ის ორი ღონისძიება უნდა გაიმართოს - ერთი სექტემბერში, მეორე - დეკემბერში.