გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ჩელსიმ მეკარის დასამატებლად მუშაობა დაიწყო | ლურჯებს მამარდას უკავშირებდნენ

ლონდონის „ჩელსიმ“ ახალი მეკარის გასაფორმებლად მუშაობა დაიწყო. ბოლო პერიოდში, „არისტოკრატებს“ ოთხი გოლკიპერი დაუკავშირეს და ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, თუმცა, „ლურჯებმა“ აქცენტი სხვა ფეხბურთელზე გადაიტანეს.

ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, „ჩელსი“ „ვილიარეალის“ მეკარეს, ფილიპ იორგენსენს დაუკავშირდა. მხარეებს შორის, შესაძლო ტრანსფერზე, დიალოგი გაიმართა, მაგრამ ყველაფერი დაწყებით ეტაპზეა.

რომანოს ცნობით, „არისტოკრატებს“ მადს ჰერმანსენის კანდიდატურაც ძალიან მოსწონთ, რომელიც „ლესტერის“ რიგებში თამაშობს. გიორგი მამარდაშვილს რაც შეეხება, მის თაობაზე „ვალენსიასა“ და „ჩელსის“ შორის არანაირი საუბარი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მამარდაშვილი „პარი სენ-ჟერმენსაც“ დაუკავშირეს. დაიწერა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ შესაძლოა, ედერსონი საუდის არაბეთში გაუშვას, მის შემცვლელად კი ჯანლუიჯი დონარუმა იყიდოს, რასაც დომინოს ეფექტი მოჰყვება და ფრანგული გრანდი ახალ მეკარეს დაიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-სთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა - ნაპოლი ოსიმენს ისევ ვერ ყიდის
პსჟ-სთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა - ნაპოლი ოსიმენს ისევ ვერ ყიდის