ილია თოფურია, დანი კარვახალი
Aa
Aa

„ეჭვგარეშეა ის იმსახურებს“ - თოფურიამ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა

UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია ფეხბურთის დიდი მოყვარული, რომ არის ეგ ცნობილი ამბავია. ამჯერად „ელ მატადორმა“ ოქროს ბურთზე ისაუბრა და 2024 წლისთვის თავისი ფავორიტი დაასახელა.

თოფურიას აზრით, ოქროს ბურთის მოგებას ყველაზე მეტად დანი კარვახალი იმსახურებს.

„გასულ სეზონში მან მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და შემდეგ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზეც. ამ მომენტისთვის ის მას ბოლო სეზონში ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული და ეჭვგარეშეა, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს“.

- ციტირებს თოფურიას სიტყვებს Marca.

კარვახალი ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის ნამდვილად იმყოფება, თუმცა ლიდერთა სამეულში ესპანელი ჯერჯერობით არ სახელდება და ზოგადად ბოლო წლების ტენდენციებიდან გამომდინარე რთულად წარმოსადგენია, რომ გამარჯვება მცველს დარჩეს.

ოქროს ბურთის ათეული Goal-ის ვერსიით ასეთია:

1) როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი). 2 - ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი, ბრაზილია). 3 - ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი, ინგლისი). 4 - დანიელ კარვახალი (მადრიდის რეალი, ესპანეთი). 5 - ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა). 6 - ტონი კროოსი (მადრიდის რეალი, გერმანია). 7 - კილიან მბაპე (მადრიდის რეალი, საფრანგეთი). 8 - ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი). 9 - ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი). 10 - ნიკო უილიამსი (ბილბაო, ესპანეთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩამოდი და ვნახავთ...“ - თოფურიამ მაკგრეგორს უპასუხა
„ჩამოდი და ვნახავთ...“ - თოფურიამ მაკგრეგორს უპასუხა