საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო - ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერზე ითამაშებს
ვერონა ჩელენჯერის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრაზილიელ მატეუს დე ალმეიდას დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში მეშვიდე გეიმამდე აგებდა. ბრაზილიელმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა ბასილაშვილი თამაშში დაბრუნდა. მეცხრე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი და სეტი ნიკოლოზს დარჩა.
მეორე სეტში მოთამაშეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტი ბასილაშვილი აღმოჩნდა და 7:3 მოიგო.
მაშ ასე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერზე იასპარეზებს და პირველ წრეში მისი მეტოქე ადრიან ანდრეევი იქნება, რომელიც ახლა ATP რეიტინგში 222-ე ადგილს იკავებს. საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის 18 სექტემბერს დააფიქსირა, როდესაც 183-ე ჩოგანი გახდა.
ცნობისთვის, ვერონას ჩელენჯერზე ყველაზე გამოცდილი რიშარ გასკე იქნება. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 120 950 ევრო გახლავთ.