მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

ვარშავას ჩელენჯერი - ბოლქვაძემ პირველ ნომრად განთესილს მოუგო

ვარშავას 125-ქულიან ჩელენჯერზე მონაწილეობას მარიამ ბოლქვაძე იღებს, რომელიც პირველ წრეში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რებეკა სრამკოვას დაუპირისპირდა და მარტივად 6:1 6:2 დაამარცხა. აღნიშნული მატჩი 1 საათი და 8 წუთი გრძელდებოდა.

პირველ სეტში, მარიამმა მოწინააღმდეგის აბსოლუტურად ყველა ჩაწოდება მოიგო, თუმცა თავისი ერთი წააგო.

მეორე სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა ცუდად დაიწყო და სრამკოვამ ბრეიკი შეასრულა. სლოვენიელის უპირატესობა დიდი ხნით არ გაგრძელდა.

მარიამმა მეოთხე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, უკლებლივ ყველა გეიმი მოიგო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ცნობისთვის, ვარშავას ჩელენჯერის მერვედფინალში მარიამ ბოლქვაძე სერბანსა და ფისტელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ასტანას ჩელენჯერზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობდა. საუბარი ალექსანდრე ბაკშიზე და საბა ფურცელაძეზეა. ეს უკანასკნელი ფინალში დამარცხდა, ხოლო ბაკში ნახევარფინალში. ორივეს ერთმა მოწინააღმდეგემ ბულგარელმა დიმიტარ კუზმანოვმა მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასტადის ფინალში დამარცხდა - ნადალმა ნუნუ ბორგესს ვერ მოუგო
ბასტადის ფინალში დამარცხდა - ნადალმა ნუნუ ბორგესს ვერ მოუგო