ნაპოლი, პარი სენ ჟერმენი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

პსჟ-სთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა - ნაპოლი ოსიმენს ისევ ვერ ყიდის

დიდი ხანია ვიქტორ ოსიმენის ნაპოლის დატოვება სურს, თუმცა იქ ვერ მიდის, სადაც უნდა. ნიგერიელის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, მაგრამ ინგლისიდან არანაირი შეთავაზება არ აქვს.

ბოლო პერიოდში, ვიქტორს აქტიურად უკავშირებენ პარი სენ ჟერმენს. ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ვიგებთ, რომ პსჟ-სა და ნაპოლის შორის მოლაპარაკება წინ არ მიიწევს. ფრანგულმა მხარემ ოსიმენის ტრანსფერში კანგ-ინ ლის ჩართვაზე უარი განაცხადა. ნაპოლის კი სამხრეთ კორეელი გარემარბის დამატება სურდა. მოლაპარაკება ასეთ პირობებში შეჩერებულია. პარი სენ ჟერმენი რანდალ კოლო მუანით და გონსალუ რამუშით კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ვიქტორის გაყიდვას ჩქარობს, რადგან ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს მოყვანა სურს. სიტუაციას ოსიმენის სატრანსფერო ღირებულება ართულებს. აურელიო დე ლაურენტისი მას 130 მილიონ ევროდ აფასებს.

ცნობისთვის, ნაპოლიმ წინასასეზონო მომზადება უკვე დაიწყო და ორი მატჩი გამართა(ორივე მოიგო). ნიგერიელ თავდამსხმელს კი არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოცნების სამიზნედ მონათლეს - ჟოაუ ფელიქსი პრემიერ ლიგაში სურთ
ოცნების სამიზნედ მონათლეს - ჟოაუ ფელიქსი პრემიერ ლიგაში სურთ