სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

„დროა ყველას ვუჩვენო რა შემიძლია“ - ბაზაძის ინტერვიუ ოლიმპიადის წინ

ფარიკაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ნუგზარ ასათიანია, რომელმაც ოქროს მედალი 1964 წელს ტოკიოში მოიპოვა. ზუსტად 60 წლის შემდეგ, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ მთავარი სპორტული ღონისძიების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კიდევ ერთი ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ავიდეს, რომელიც  ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია. 30 წლის ქართველი, ვისაც პარიზში ასპარეზობიდან ორ დღეში, 29 ივლისს, 31 წელი შეუსრულდება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის სტუმარი იყო და მოახლოებული თამაშების წინ განწყობასა და შანსებზე ვრცლად ისაუბრა.

სანდრო ბაზაძე

სამი წლის წინ ტოკიოში მედლის გარეშე დარჩენა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა ის ტურნირი და ის წარუმატებლობა მენტალურად გაძლიერებაში დამეხმარა. მას შემდეგ ბევრი გამარჯვება ვიზეიმე, მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩავუდექი და ვფიქრობ, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის მზად ვარ.

როგორ ვემზადებოდი თამაშებისთვის? რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ, მე და მამაჩემმა მერაბ ბაზაძემ, რომელიც ჩემი პირადი მწვრთნელი იყო, ახლა კი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას ხელმძღვანელობს, მივიღეთ გადაწყვეტილება საფრანგეთში, ორლეანში ჩავსულიყავით, სადაც უკვე წლებია კრისტიან ბაუერის სპეციალური პროგრამით გავდივარ წვრთნას.

უკვე დიდი ხანია ვშრომობ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს ვუჩვენო ვინ ვარ და რა შემიძლია. იმედია, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება.

სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე 30 წლის ბაზაძის ანგარიშზე 14 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფარიკაობის ტურნირი 27 ივლისს გაიმართება და ჩემპიონ-პრიზიორებიც ამავე დღეს გამოვლინდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამედ - სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
ზედიზედ მესამედ - სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა