“სხვებზე 1 თავით მაღლა იდგა, ოქროს ბურთი უნდა მოიგოს“ - ბენზემა ვინისიუსზე
გასულ სეზონში, მადრიდის რეალმა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამაში კი დიდი წვლილი ვინისიუს ჟუნიორმაც შეიტანა. ასევე დიდებული სეზონი ჰქონდა ჯუდ ბელინგემს.
სპორტულ სამყაროში აქტიურად განიხილება, თუ ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს. ვინისიუსი თუ ბელინგემი. თავისი მოსაზრებ კარიმ ბენზემამაც დააფიქსირა.
რა თქვა ბენზემამ?
„ჩემი აზრით, ოქროს ბურთს ვინისიუსი იმსახურებს. გასულ სეზონში მან დიდებულად ითამაშა და დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა იდგა. ის ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ სრულფასოვანი ფეხბურთელია.
რა თქმა უნდა, ტიტულებს გუნდი იგებს და ვინის თანაგუნდელები ძალიან ეხმარებიან, მაგრამ, როცა რეალს უჭირს, ვინისიუსი ყოველთვის ჩნდება და ყველაფერს მარტივად აგვარებს. ჩემი ფავორიტი სწორედ ის არის.“
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვინისიუს ჟუნიორმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა.
ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რეკორდი მოხსნა. ვინისიუსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ ფინალში გაიტანა.
რაც შეეხება ოქროს ბურთის საკითხს, გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობა თვლის, რომ ის ბელინგემმა უნდა მოიგოს, რადგან ვინისიუსს კოპა ამერიკა ჩაუვარდა, ხოლო ჯუდი ფინალში გავიდა.