გიორგი მამარდაშვილი, რაულ ხიმენესი
Aa
Aa

„მინდა მისი გზა გავიარო“ - ვალენსიას 18 წლის მეკარე მამარდაშვილით აღფრთოვანებულია

ევროპის ჩემპიონატები „ვალენსიას“ მეკარეების ნამდვილ ბენეფისად გადაიქცა. უფროსებს შორის კონტინენტის პირველობაზე ყველაზე მეტი სეივი გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე იყო, ახლა კი 19-წლამდე ევროპირველობაზე ესპანეთის ასაკობრივი ნაკრების კარს წარმატებით იცავს „ღამურების“ აკადემიის აღზრდილი 18 წლის გოლკიპერი რაულ ხიმენესი, რომელსაც ტურნირის მიმდინარეობისას, Deportes Cope Valencia-ს ჟურნალისტი დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც რაული საქართველოს ნაკრების მეკარეზეც საუბრობს.

რას ამბობს ხიმენესი მამარდაშვილზე

არამხოლოდ ევროპის ჩემპიონატიდან, არამედ ბოლო სეზონების განმავლობაში მის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. „ვალენსიას“ მატჩებს სისტემატურად ვუყურებ და არ მახსოვს არც ერთი შეხვედრა, რომელიც მას რამდენიმე სეივის გარეშე დაემთავრებინოს.

გიორგის უდიდეს პატივს ვცემ და მოხარული ვიქნები, თუ მის გზას გავივლი. რა თქმა უნდა ჩემი ოცნებაც არის „ვალენსიას“ ძირითადში ადგილის დამკვიდრება და როგორც ესპანეთის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა. რაც შეეხება ჩემს იდეალს, მომწონს „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი და მინდა ფეხით თამაში მისნაირად ვიცოდე.

რაულ ხიმენესი როგორც უკვე მოგახსენეთ, „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე ასე თამაშს თუ განაგრძობს, ხოლო გიორგი მამარდაშვილი „ღამურებიდან“ წავა, შესაძლოა ხიმენესს მთავარ გუნდში დაწინაურების შანსი მიეცეს და „რაიოდან“ დამატებული სტოლე დიმიტრიევსკის სამსახური საჭირო აღარ გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ მზადება მამარდას გარეშე დაიწყო
ვალენსიამ მზადება მამარდას გარეშე დაიწყო