ასტონ ვილა, მადრიდის ატლეტიკო, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ოცნების სამიზნედ მონათლეს - ჟოაუ ფელიქსი პრემიერ ლიგაში სურთ

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ასტონ ვილას ჟოაუ ფელიქსის გადაბირება სურს. მოგეხსენებათ, ბირმინგემული კლუბი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და უნაი ემერის გუნდის გაძლიერება უნდა.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელ ფეხბურთელს მადრიდის ატლეტიკოს დატოვება სურს, თუმცა პრობლემას მისი სატრანსფერო ღირებულება და ხელფასი ქმნის.

სწორედ ამის გამო, ბარსელონამ ის არ გამოისყიდა, თუმცა ფელიქსს ჯერჯერობით იმედი არ დაუკარგავს, რომ ბლაუგრანა მას იყიდის.

დიდი ალბათობით ბარსას და ჟოაუს შორის კონტაქტი აღარ შედგება, რადგან ბლაუგრანა მთლიანად ნიკო უილიამსის ტრანსფერზეა გადასული.

რაც შეეხება ასტონ ვილას ინტერესს, ბირმინგემში ფელიქსს ოცნების სამიზნეს ეძახიან. ტრანსფერით პირადად უნაი ემერი ინტერესდება, მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ პრობლემას ხელფასი და სატრანსფერო ღირებულება ქმნის.

ატლეტიკოს სურს, რომ ფელიქსის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო აიღოს, რაც ბირმინგემული კლუბისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ მომენტისთვის, ასტონ ვილა ფასის დაკლებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა შემტევმა გასული სეზონი ბარსელონაში გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე ევრო ჰქონდა“ | კულიბალიმ კვარაცხელია შეაქო
„ბრწყინვალე ევრო ჰქონდა“ | კულიბალიმ კვარაცხელია შეაქო