ხვიჩა კვარაცხელია, დრის მერტენსი
Aa
Aa

შარშანდელი სკუდეტო კვარას დამსახურებაა - მერტენსი ნეაპოლში ცხოვრებას გეგმავს

მართალია დრის მერტენსმა ნეაპოლელი ტიფოზებისთვის ისეთივე სიხარულის მოტანა ვერ შეძლო, როგორც ორი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა, მაგრამ ის თითქმის ათი წლის განმავლობაში „ნაპოლის“ შეუცვლელი წევრი გახლდათ და კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელად ითვლება. იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის დაწყების წინ, მას Calcio Napoli 24-ის ჟურნალისტი შეეხმიანა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაუსვა შეკითხვა. 37 წლის ბელგიელმა ყველაფერზე ამომწურავი პასუხი გასცა და ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

რა თქვა მერტენსმა კვარაზე

როგორ შეიძლება კვარა ვინმეს არ მოსწონდეს? ის არის ფეხბურთელი, რომელიც პიესებს მოედანზე დგამს და ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე გულშემატკივარი სწორედ მისნაირი მოთამაშეების ცოცხლად საყურებლად დადის. 2023 წელს „ნაპოლის“ მიერ მოგებული სკუდეტო მეტწილად ქართველი ლეგიონერის დამსახურებაა.

მენატრება თუ არა ნეაპოლი? უზომოდ. ჩემი შვილი ჩირო სწორედ ამ ქალაქში დაიბადა და როგორც ჭეშმარიტ ნეაპოლელს, ისე ვზრდი. როდესაც ვთამაშობდი, მიყვარდა ფეხით სეირნობა და სხვადასხვა რესტორნებში სიარული. აქაურებმა უდიდესი სითბოს გამოხატვა იციან. დავბრუნდი სამშობლოში, ვცადე ბელგიაში ცხოვრება. მერე მე და ჩემმა ოჯახმა რამდენიმე თვე სტამბულში გავატარეთ, მაგრამ ნეაპოლს ვერაფერი შეედრება.

დრის მერტენსი „ნაპოლის“ ღირსებას 2013-2022 წლებში იცავდა და ყველა ტურნირზე გამართულ 397 შეხვედრაში 148 გოლი გაიტანა. მან პარტენოპეის შემადგენლობაში 2-ჯერ იტალიის თასი (2014, 2020) და ერთხელ იტალიის სუპერ თასი (2014) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელი | რომელზეა კვარა FourFourTwo-ს რეიტინგში
2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელი | რომელზეა კვარა FourFourTwo-ს რეიტინგში