ვილი სანიოლი, ედვარდ იორდანესკუ
Aa
Aa

მან და სანიოლმა ევროპა გააოცეს - რუმინელები იორდანესკუს დაემშვიდობნენ

რუმინეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა - ედვარდ იორდანესკუსთან, რომლის ხელშეკრულებაც ივლისის ბოლოს იწურებოდა, კონტრაქტი არ გახანგრძლივდა და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს. ეს ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ბევრით ვერაფრით იქნებოდა, რომ არა ერთ-ერთ რუმინულ სპორტულ გამოცემაში მოყვანილი შედარება, სადაც იორდანესკუსა და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვილი სანიოლის მუშაობას შორის იყო პარალელები გავლებული.

რას წერენ რუმინელები

არ ვიცით რატომ, მაგრამ რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა არაფერი გააკეთეს იმ მწვრთნელის შესანარჩუნებლად, რომელიც თვეში ხელფასის სახით მხოლოდ 20 ათას ევროს იღებდა და გარდა იმისა, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, იქ ჯგუფში ბელგია-უკრაინა-სლოვაკეთის კამპანიაში პირველი ადგილი დაიკავა.

იორდანესკუზე დაბალი ხელფასი კონტინენტის პირველობის მონაწილე ქვეყნებს შორის მხოლოდ ვილი სანიოლს ჰქონდა და მისი ხელმძღვანელობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები ტურნირის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ფრანგ სპეციალისტს კონტრაქტი ქართველებთან ჯერ კიდევ წლის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა, როგორც ვიცით, თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება.

იორდანესკუმ პოსტიდან წასვლის შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მისთვის ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არც რუმინეთის ნაკრების ჩაბარების დროს ჰქონდა და არც ახლა, თანამდებობის დატოვების დროს აქვს. მისი მწვრთნელობის პერიოდში გამართული 28 მატჩიდან ბალკანელებმა 10 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს და 8 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიის დაწერის კიდევ ერთი შანსი“ | სანიოლი ქალთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა
„ისტორიის დაწერის კიდევ ერთი შანსი“ | სანიოლი ქალთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა