“ნამდვილად ელიტარული იყო“ - Planet Rugby ტაბუცაძეზე
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდა და 29:40 დამარცხდა.
ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა ტაბუცაძემ, რომელმაც ორი ლელო დადო. ერთ-ერთი კი ძალიან გამორჩეული იყო. ქართველმა მორაგბემ 100-მეტრიანი გაქცევა შემოგვთავაზა და სწორედ ამის შემდეგ დადო ლელო.
მისი კარგი თამაში ავტორიტეტულ გამოცემა Planet Rugby-ს არ გამოეპარა და აკაკი ტაბუცაძე კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
რას წერს Planet Rugby?
„საქართველომ სიდნეიში ავსტრალია ვერ დაამარცხა, თუმცა მათი გარემარბი აკაკი ტაბუცაძე ნამდვილად ელიტარული იყო. მან ორი ლელო დადო. ამ ორიდან პირველი კი დასამახსოვრებელი გამოვიდა. ტაბუცაძემ არგენტინელ იგნასიო მენდის და შოტლანდიელ ჯეიმი დობის აჯობა.“
შეგახსენებთ, რომ ივლისის ტესტ-მატჩების სერია საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ფიჯელებთან (12:21) მარცხით დაიწყო, რასაც სტუმრად იაპონელების (23:25) ძლევა მოჰყვა, ბოლოს კი სერია ავსტრალიელებთან წაგებით დასრულდა.
ტაბუცაძის ლელო