რომანომ დაადასტურა - კალაფიორი არსენალში ითამაშებს
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არსენალსა და ბოლონიას შორის, რიკარდო კალაფიორისთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.
ახლა მხარეები ფორმალურ საკითხებს და საბოლოო დეტალებს აგვარებენ. ოფიციალური გარიგება რამდენიმე საათში შედგება.
მიმდინარე კვირაში იტალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ცენტრალურმა მცველმა გასულ სეზონში ბოლონიას რიგებში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაეხმარა.
ასევე, რიკარდომ ევრო 2024-ზეც კარგად იასპარეზა და ხორვატაისთან უმნიშვნელოვანესი საგოლე პასის ავტორი გახდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ლონდონის არსენალის ინტერესი გამოიწვია.
????????⚪️ Understand Arsenal and Bologna are now preparing all documents for Riccardo Calafiori deal!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 22, 2024
Formal steps to follow in order to close the deal in the next hours.
Medical tests and contract signing to follow this week.
Here we go, coming soon. ???????????? pic.twitter.com/WIPaFJXTaf