გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

„ცეცხლოვანი ბურთი ტატამიზე“ | რას წერს IJF-ი სარდალაშვილსა და ოლიმპიადაზე

პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე დღეები რჩება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-მა სტატია მიუძღვნა ჯუდოკებს, რომლებსაც ამ სპორტისთვის განკუთვნილ პირველ დღეს ოლიმპიურ ტატამიზე ვიხილავთ. IJF-მა სავარაუდო ნახევარფინალური წყვილები დაასახელა და გიორგი სარდალაშვილისა და ლუკა მხეიძის დაპირისპირება ივარაუდა.

„რეიტინგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოქროს მედალი იუნ ვეი იანმა უნდა აიღოს და ფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი დაამარცხოს. ქართველი ჯუდოკა ტატამიზე ნამდვილი ცეცხლოვანი ბურთია. ის წააგავს პინბოლის (სამაგიდო თამაში) ბურთულას, რომელიც გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევს, მაგრამ დაღვინების პროცესშია და არც ისაა გამორიცხული, ჩავარდეს და დამარცხდეს. 21 წელი სერიოზული ასაკი საერთოდ არაა და იანს ორ ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს“, - წერს IJF-ი.

ცნობისთვის, სარდალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მეორე ნომერია. გიორგის 5674 ქულა აქვს, ლუკა მხეიძე კი, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდის, მესამე გახლავთ. ოლიმპიადას პირველი ნომრის სტატუსით იუნ ვეი იანი ხვდება - 6510 ქულა.

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე ევრო ჰქონდა“ | კულიბალიმ კვარაცხელია შეაქო
„ბრწყინვალე ევრო ჰქონდა“ | კულიბალიმ კვარაცხელია შეაქო