რაფაელ ნადალი, ნუნო ბორგესი
Aa
Aa

ბასტადის ფინალში დამარცხდა - ნადალმა ნუნუ ბორგესს ვერ მოუგო

შვედეთში, ბასტადის ტურნირი მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას რაფაელ ნადალი იღებდა. ესპანელი ჩოგბურთელი ფინალში გავიდა, თუმცა პორტუგალიელ ნუნუ ბორგესთან ორ სეტში 3:6 2:6 წააგო.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა უკეთესი მაინც ბორგესი იყო, რომელმაც სამი ბრეიკი შეასრულა, თავისი ჩაწოდება კი ორჯერ დათმო.

მეორე სეტში პორტუგალიელმა თამაში გამოასწორა და საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებელი იყო, განსხვავებით რაფაელისგან, რომელმაც მეხუთე და მეშვიდე გეიმებში საკუთარი ჩაწოდება დათმო.

შეგახსენებთ, რომ ბასტადში ფინალამდე ნადალმა ბორგი, კამერუნ ნორი, ნავონე და აიდუკოვიჩი დაამარცხა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონი რაფაელ ნადალისთვის კარიერაში ბოლოა. ლეგენდარული ესპანელი კარიერას ასრულებს. ახლა კი მას პარიზის ოლიმპიადაზე უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები