ბათუმის დინამო, იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო’’ კვიპროსულ „ომონიას’’ დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში სტივ კინის გუნდი აზერბაიჯანულ „სუმგაითსა’’ და უნგრულ „მოლ ფეჰერვარს’’ შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

თუ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო’’ მონტენეგროს ჩემპიონის, „დეჩიჩის’’ ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე ფინურ ჰიკ-თან ითამაშებს.

თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999’’ ალბანურ „პარტიზანს’’ დაამარცხებს, თურქულ „ბაშაქშერჰირსა’’ და სან მარინოს „ლა ფიორიტას’’ შორის მოგებულს შეხვდება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი ასეთია: ბათუმის „დინამო'' „დეჩიჩს'' (24-30 ივლისი), ქუთაისის „„ტორპედო'' „ომონიას'' (25 ივლისი - 1 აგვისტო) და „„იბერია 1999'' „პარტიზანს'' (25 ივლისი - 1 აგვისტო) დაუპირისპირდება.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8-15 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები