ხვიჩა კვარაცხელია, დავიდ ნერეში
Aa
Aa

ნერეში და კვარა ფანტასტიკური წყვილი იქნება - ნაპოლი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

იტალიელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ, რომელიც „ნაპოლისთან’’ დაკავშირებით ხშირად საუბრობს, ამჯერად დავიდ ნერეშის „აძურიში’’ შესაძლო ტრანსფერზე გამოთქვა თავისი აზრი. დე მაჯო ნერეშით აღფრთოვანებულია და თვლის, რომ ტრანსფერის შემთხვევაში კონტეს ორი მაღალი დონის გარემარბი ეყოლება.

ვალტერ დე მაჯომ „ნაპოლის'' ოფიციალურ რადიოსთან, გადაცემა Radio Goal-ში ისაუბრა: „როცა გავიგე ნერეშის „ნაპოლიში’’ გადასვლის შესახებ, სკამიდან ამოვხტი.

ჩვენ ვსაუბრობთ ფანტასტიკურ, საოცარ ფეხბურთელზე, ძალიან ძლიერ ბრაზილიელზე. კულუშევსკი ნამდვილად მომწონს, ბედნიერი ვიქნებოდი თუ „ნაპოლიში’’ გადმოვიდოდა, მაგრამ ნერეში კიდევ უფრო მაღალ დონეზეა. მას და კვარას ერთად წარმოვიდგენ, საოცარი წყვილი იქნება, მაგრამ ნერეში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოვა თუ ნგონგე წავა’’.

Corriere dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ბრაზილიელს „ნაპოლიში'' თამაშის სურვილი აქვს. „ბენფიკა'' დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს.

დავიდ ნერეში ორივე ფლანგზე თამაშობს. გასულ სეზონში „ბენფიკაში'' ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები