მსოფლიოში საუკეთესო სამსახური გაქვთ - კომპანი პარკაძეს და მის გუნდელებს შეხვდა
მიუნხენის „ბაიერნის’’ მთავარმა მწვრთნელი ვენსან კომპანი კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეებს შეხვდა, მათ შორისაა ლუკა პარკაძე, რომელიც 19 ივლისიდან მოყოლებული პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
„აქ მოვედი, თქვენთან შესახვედრად. მე მინდა გითხრათ რამდენად კმაყოფილი ვარ, რომ გხედავთ თქვენ ბიჭებო, ახალგაზრდა მოთამაშეებს. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ თქვენი კარიერის შესანიშნავ სტადიაზე. ზოგჯერ ამის გაანალიზება რთულია, მაგრამ მენდეთ. თქვენ მსოფლიოში საუკეთესო სამსახური გაქვთ’’.
ლუკა „ბაიერნის'' ფეხბურთელი 2023 წლის ზაფხულში გახდა, კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში იჯარით ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „ადმირა ვაკერში'' იყო, თუმცა ტრავმების გამო მთელი სეზონი გაუცდა, პირველ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. სეზონის მიწურულს გამოჯანმრთელდა და მეორე გუნდში რეგულარულად თამაშობდა, ზაფხულში „ბაიერნს'' დაუბრუნდა და ახალი სეზონისთვის კომპანის ხელმძღვანელობით ემზადება.
ამ ეტაპზე უცნობია სად ითამაშებს შემდეგ სეზონში, „ბაიერნში'' დარჩება თუ გაანათხოვრებენ. CrystalSport-ის ინფორმაციით, ლუკა კარგ ფორმაშია, ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება, თუმცა ცხადია განათხოვრების შანსი უფრო მეტია ვიდრე დარჩენის.