ხვიჩა კვარაცხელია, კალიდუ კულიბალი
Aa
Aa

„ბრწყინვალე ევრო ჰქონდა“ | კულიბალიმ კვარაცხელია შეაქო

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კალიდუ კულიბალიმ, რომელიც ამჟამად „ალ-ჰილალის“ ღირსებას იცავს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კულიბალის სიტყვები Corriere dello Sport-მა გაავრცელა და სენეგალელმა მცველმა ქართველი გარემარბი შეაქო.

„ხვიჩას ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. იმედი მაქვს, ნაპოლიში მოტივირებული დაბრუნდება და იქნება ის ჯადოქარი, რომელიც ორი წლის წინ იყო. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კონტე? სამი დღის წინ ვილაპარაკეთ და იხუმრა, რომ ერთად არასდროს გვიმუშავია. ჩელსიში ყოფნისას, ჩემი გაფორმება უნდოდა, მაგრამ ნეაპოლში დარჩენა გადავწყვიტე. ზამბო ანგისას ვესაუბრე და მოსამზადებელ ეტაპზე მელაპარაკა. კონტემ ბიჭებს უთხრა, რომ ფიზიკური და მენტალური ლიმიტი უნდა აჩვენონ, რათა უკეთ გაიგოს, ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს“.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კვარაცხელია შვებულებაში იმყოფება და „ნაპოლიში“ უახლოეს პერიოდში დაბრუნდება. იგი გუნდს კასტელ დი სანგროში გასამართ შეკრებაზე შეუერთდება და იტალიური პრესის ცნობით, „პარტენოპეის“ ხელმძღვანელებს ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხზე სწორედ იქ დაელაპარაკება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასთან შედარებამ მასზე უარყოფითად იმოქმედა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე
„კვარასთან შედარებამ მასზე უარყოფითად იმოქმედა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე