გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

დომინოს ეფექტი | მამარდაშვილი და ლუნინი პარი სენ-ჟერმენის რადარზე

„მანჩესტერ სიტის“ მეკარის, ედერსონის გადაბირებით საუდის არაბული კლუბები ინტერესდებიან და „ქალაქელებს“ უკვე დაუკავშირდნენ. ცნობილი ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, მანჩესტერელები ედერსონის შემცვლელს ეძებენ და მათ რადარზე ჯანლუიჯი დონარუმა მოექცა.

„სიტის“ დონარუმასთან პირველადი კონტაქტიც ჰქონდა. 25 წლის იტალიელი „პარკ დე პრენსზე“ ბედნიერია და ახლახან, ფრანგულ გრანდთან, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, მოლაპარაკებებიც ჰქონდა. თუმცა, ჯეიკობსი აღნიშნავს, რომ დონარუმა პრემიერ ლიგაში თამაშის პერსპექტივით ყოველთვის მოხიბლული იყო და სურს, კარიერის რომელიმე ეტაპი, ნისლიან ალბიონზე გაატაროს.

ესპანური გამოცემის, Todofichajes-ის ცნობით, არის შანსი, ედერსონის ტრანსფერს დომინოს ეფექტი მოჰყვეს და „სიტიმ“ დონარუმა გადაიბიროს, პსჟ-მ კი მისი შემცვლელი იპოვოს. როგორც ირკვევა, პარიზელებს ორი კანდიდატი ჰყავთ შერჩეული: გიორგი მამარდაშვილი და ანდრეი ლუნინი.

შეგახსენებთ, რომ დონარუმას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 40 მილიონი ევროა. იტალიელი გოლკიპერი მამარდაშვილისა და დიოგუ კოშტას შემდეგ, მესამე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასთან შედარებამ მასზე უარყოფითად იმოქმედა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე
„კვარასთან შედარებამ მასზე უარყოფითად იმოქმედა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე