კვარაზე უარი ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ... | სანჩო პარი სენ-ჟერმენს უახლოვდება
L’Equipe-ის დღევანდელ ნომერში, „პარი სენ-ჟერმენის“ სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი ჟურნალისტის, ლოიკ ტანზის მიხედვით, ფრანგული გრანდი ჯეიდონ სანჩოს გადაბირებას გეგმავს და ინგლისელ ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა.
„პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიასთვის ბრძოლა არ მიუტოვებია, მაგრამ კლუბის მენეჯმენტი სხვა ვარიანტებზე გადაერთო. ერთ-ერთი კანდიდატი ჯეიდონ სანჩოა, ვისი საფეხბურთო პროფილიც გუნდის თავკაცს, ლუის ენრიკეს ძალიან მოსწონს“, - წერს ლოიკ ტანზი.
La piste Kvaratskhelia n’est pas encore abandonnée par Paris, mais la direction avance sur d’autres solutions. C’est le cas avec Jadon Sancho. Profil validé par L.Enrique. Paris apprécie aussi beaucoup dans un autre registre B. Fernandes #Mercato
— Loïc Tanzi (@Tanziloic) July 22, 2024
Footmercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენმა“ სანჩოს შეთავაზება უკვე გაუკეთა და მხარეები საერთო ენის გამონახვასთან ახლოს არიან. ინგლისელ გარემარბს პსჟ-ში გადასვლის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს და ერთადერთი, რაც ტრანსფერის დასახურადაა საჭირო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანხმობაა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას გადაბირებაზე აქტიურად მუშაობდა და „ნაპოლის“ წინადადებითაც მიმართა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. „პარტენოპეი“ ქართველი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს, მაგრამ მზადაა, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს აუნთოს მწვანე.