„კვარასთან შედარებამ მასზე უარყოფითად იმოქმედა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე
იტალიელმა ჟურნალისტმა, ალესანდრო სალინესმა „ფროზინონეს“ სტატია მიუძღვნა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაასახელა. მისი თქმით, მომდევნო სეზონში, „ლურჯ-ყვითლების“ ბედი გიორგი კვერნაძესა და ფარეს გეჯემისზე იქნება დამოკიდებული.
„მომდევნო სეზონში, ფროზინონე ფსონს ამ ფეხბურთელებზე ჩამოვა, რათა წარმატებას მიაღწიოს. ლურჯ-ყვითლების ბედი გიორგი კვერნაძისა და ფარეს გეჯემისის აფეთქებაზე ან არ აფეთქებაზე იქნება დამოკიდებული. ფროზინონემ ახალგაზრდა გარემარბების კონტრაქტები გამოისყიდა და სერია B-ს მომდევნო ჩემპიონატი შესაძლოა იყოს გათამაშება, რომელიც მათ ახალ დონეზე ასვლაში დაეხმარება.
ბოლო სეზონებში, სერია B გახდა ტურნირი, რომლის ფარგლებშიც, პერსპექტიული და ნიჭიერი ტალანტები თავიანთ შესაძლებლობებს ავლენენ. გუნდის ახალ თავკაცს, ვინჩენცო ვივარინის კვერნაძისა და გეჯემისის პოტენციალის სჯერა და იმავე აზრზეა მათი მენტორი და ფროზინონეს სპორტული დირექტორი, გვიდო ანგელოცი.
კვერნაძე ფროზინონეში გასულ სეზონში გადმოვიდა და გუნდში მოსვლისთანავე მას საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ადარებდნენ. ამ შედარებამ მასზე ალბათ უარყოფითად იმოქმედა და ისედაც მაღალი მოლოდინები, კიდევ უფრო გაზარდა. კვერნაძეს რთული სეზონი გამოუვიდა, მაგრამ მიღებული გამოცდილება გამოადგა და ფროზინონემ მას ნდობა გამოუცხადა. კლუბმა მისი კონტრაქტი გამოისყიდა და ქართველ ფეხბურთელს შეუძლია, ლურჯ-ყვითლებს შეტევაში მეტი არჩევანი გაუჩინოს და როგორც მარცხენა გარემარბად, ისე მარჯვენა ვინგერად, მეორე თავდამსხმელად ან შემტევ ნახევარმცველად ითამაშოს“, - წერს იტალიელი ჟურნალისტი.
ცნობისთვის, „ფროზინონემ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ამხანაგურ შეხვედრაში „ვოლოსი“ 3:0 დაამარცხა. კვერნაძემ საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო და ასისტი გაიფორმა.