ხვიჩა კვარაცხელია, დრის მერტენსი
Aa
Aa

კვარა თვალწარმტაცია, ვის არ მოსწონს ის? - მერტენსმა ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა

37 წლის დრის მერტენსმა, რომელიც ამჟამად „გალათასარაიში’’ თამაშობს, იტალიურ Gazzetta-სთან ინტერვიუში ყოფილ გუნდზე, „ნაპოლიზე’’ ისაუბრა. ბელგიელს ნეაპოლი ენატრება და კარიერის დასრულების შემდეგ ნეაპოლში ცხოვრებას გეგმავს.

- შესაძლოა სერია A-ს კონტეს გუნდში დაუბრუნდეთ?

- არა, ამაზე არასდროს გვისაუბრია, მაგრამ კონტეს შესახებ მესმის და მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კარგი პიროვნება და დიდებული მწვრთნელია, ქარიზმა აქვს. შესაფერისი კაცია შესაბამის დროს. ის ფაქტი რომ „ნაპოლი’’ ევროზონაში ვერ მოხვდა, მხოლოდ უპირატესობაა თუ შენ მთელი კვირა მაგრად მუშაობ. კონტესთან სწორედ ასე იქნება.

- ახლა ოსიმენი „ნაპოლის’’ დატოვებასთან ყველაზე ახლოსაა, კვარაცხელია „აძურის’’ ვარსკვლავია. მოგწონთ ის?

- ვის არ მოსწონს ის? ხალხი სტადიონზე ასეთი ფეხბურთელების საყურებლად დადის. კვარა თვალწარმტაც თამაშს ქმნის, ბრწყინვალეა. 2023 წლის ჩემპიონობა დიდწილად მისი დამსახურებაა.

- სკუდეტოს მოგებისთვის ბრძოლაში ვის ხედავთ ფავორიტს?

- „ინტერს’’ აქვს რაღაც უფრო მეტი ვიდრე სხვებს. ჩემი აზრით, სერია A-ს „ინტერი'' მოიგებს.

Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, 2013-22 წლებში დრის მერტენსმა „ნაპოლიში’’ 397 მატჩში 148 გოლი შეაგდო და 90 საგოლე პასი შეასრულა. იტალიის თასი ორჯერ (2013-14, 2019-20) და სუპერთასი ერთხელ (2014) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები