„ალენი გაიმარჯვებს“ | ვოლკანოვსკი ჭიკაძის მარცხს ვარაუდობს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ არნოლდ ალენისა და გიგა ჭიკაძის ჩხუბზე პროგნოზი გააკეთა. „ვოლკმა“ ალენის გამარჯვება ივარაუდა, თუმცა, სენსაციაც არ გამორიცხა.
„არნოლდ ალენის მოგებას ველოდები, თუმცა, გიგას სენსაციის შემოთავაზება შეუძლია. ჭიკაძე ძალიან მაღალი დონის კიკბოქსიორია. მას შეუძლია, ფეხით დამალული დარტყმები განახორციელოს და ამას უცნაური კუთხეებიდან აკეთებს. მისი დარტყმები ძალიან მტკივნეულია და პრობლემები ბევრ მებრძოლს შეუქმნა.
არნოლდ ალენის არსენალში უფრო მეტი იარაღია. მას შეუძლია იჭიდაოს, კარგი გრეპლინგი აქვს და იცის, მეტოქეებისგან მომავალი საფრთხე თავიდან როგორ აირიდოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გიგას სენსაციის შემოთავაზება შეუძლია, მაგრამ ჩემი რჩეული მაინც ალენია. ის უფრო მრავალმხრივი მებრძოლია და უმეტეს წილად, ჩხუბის უსაფრთხო სტილს ირჩევს.
ალენს არასაჭირო რისკის გაწევა არ ახასიათებს, დისტანციას კარგად აკონტროლებს და სხვადასხვა იარაღს იყენებს. არ მგონია, ფინიში ვიხილოთ და ვფიქრობ, არნოლდი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს. ალენი ფრთხილად იქნება, არასაჭირო რისკზე არ წავა და მგონია, გიგას მასთან ძალიან გაუჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ ჭიკაძისა და ალენის ჩხუბს UFC 304-ზე ვიხილავთ, რომლის მთავარი მოვლენაც ლეონ ედვარდსისა და ბელალ მუჰამედის დაპირისპირებაა. ქართველი და ინგლისელი მებრძოლის ჩხუბი ღონისძიების მეინ ქარდს გახსნის.