გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ჩვენი სიის პირველი ნომერი იყო“ | ლიონში მიქაუტაძეზე ისაუბრეს

„ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა, დავიდ ფრიომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრა და კულუარებში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა. 51 წლის ფრიომ ინტერვიუ Le Progres-ს მისცა და განაცხადა, რომ მიქაუტაძე მათი სიის პირველი ნომერი იყო.

„მოულოდნელობა არის ის, რაც მსგავსი მუშაობის მიზანს წარმოადგენს. ამას ყოველთვის განზრახ არ ვაკეთებთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძე ჩვენი სიის პირველი ნომერი იყო. ტრანსფერზე ფარულად ვმუშაობდით. ფეხბურთელთან კონტაქტზე ვიყავით და მოლაპარაკებები გვქონდა, გიორგის არჩევანი კი აღმოჩნდა ის, რამაც გარიგების დახურვა განაპირობა.

მიქაუტაძე ლიონში უნდა გადმოგვეყვანა. მას ჩვენი საფეხბურთო პროექტი გავაცანით და ავუხსენით, მისი გაფორმება რატომ გვინდოდა. მოულოდნელი იყო, როცა გამოაცხადეს, რომ სხვა კლუბში გადიოდა, მაგრამ ჩვენი მისია იყო, საქმე ბოლომდე მიგვეყვანა.

დარწმუნებული ვიყავით, რომ გიორგი ლიონში დაბრუნდებოდა. რა თქმა უნდა, ეჭვები გვქონდა, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვერ აკონტროლებ, მაგრამ საბოლოოდ, სიტუაცია ჩვენთვის კარგად დასრულდა და ბედნიერნი ვართ“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „ლიონთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგულ კლუბს მისი ტრანსფერი 18.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა, ბონუსებით, თანხა შესაძლოა, 4.5 მილიონით გაიზარდოს. ამასთან, სამომავლოდ, „ლიონმა“ მიქაუტაძე რომ გაყიდოს, მის სანაცვლოდ მიღებული თანხის 15 პროცენტი „მეცს“ უნდა გადაურიცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი სადებიუტო მატჩში - ფეიქრიშვილის კარგი თამაში
საგოლე პასი სადებიუტო მატჩში - ფეიქრიშვილის კარგი თამაში