ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

„პარიზში მესამე ოქროსთვის მოდის“ - სტატია ტალახაძეზე ოლიმპიადის წინ

რაც უფრო ახლოვდება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, სხვადასხვა გამოცემები წლის მთავარი სპორტული ღონისძიების მთავარ ფავორიტებზე მით უფრო ხშირად წერენ. ბუნებრივია, ისევე როგორც 2016 წლის რიო დე-ჟანეიროსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადების წინ, ამჯერადაც ყურადღების ცენტრშია არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, რომელსაც კიდევ ერთ ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ. 30 წლის ძალოსანზე Yahoo Noticias-მა დაწერა და რაღა თქმა უნდა, მძიმე წონის მთავარ ფავორიტად მოიაზრა

რა წერია ტალახაძეზე

26 მსოფლიო რეკორდის ავტორი საფრანგეთის დედაქალაქში მორიგი, რიგით მესამე ოლიმპიური ოქროს მედლის მოსაპოვებლად ჩამოდის. რაც აქტიურ სპორტშია, ის ზედიზედ იგებს სამივე მთავარ პრესტიჟულ შეჯიბრებას - ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიოს პირველობას და ოლიმპიადას. წელს, ტრავმის გამო კონტინენტის პირველობის გამოტოვება მოუხდა, თუმცა ამას მისი ბრწყინვალე კარიერისთვის ჩრდილი ოდნავადაც არ მიუყენებია. ტალახაძე იმდენად ფენომენალური შესაძლებლობების პატრონია, რომ მის კონკურენტებზე საუბარი ზედმეტია.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, ტალახაძემ წელს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრავმის გამო ვერ შეძლო, თუმცა აწონვაზე მაინც გამოცხადდა. ის მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის შვიდგზისა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტალახაძის გარდა, პარიზში ფიცარნაგზე კიდევ ორი ქართველი ძალოსანი, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე გავა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვინ როდის იასპარეზებს - ქართველი ოლიმპიელების განრიგი
ვინ როდის იასპარეზებს - ქართველი ოლიმპიელების განრიგი