გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძის გარღვევა და საგოლე პასი - ფროზინონემ ვოლოსს მოუგო

სერია B-ში გავარდნილმა „ფროზინონენ'' ამხანაგურ შეხვედრაში „ვოლოსს'' 3:0 მოუგო. იტალიური გუნდის სასტარტოში გიორგი კვერნაძემ ითამაშა, რომლის აქტიურობას მოჰყვა „ფროზინონეს'' პირველი გოლი. ქართველმა გარემარბმა ართმევაზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა და საგოლე პასი შეასრულა.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იტალიური გუნდი ვინჩენცო ვივარინიმ ჩაიბარა, რომელიც ბოლოს „კატანძაროში“ მუშაობდა. ვივარინიმ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანგელოციმ მიმდინარე თვის დასაწყისში პრესკონფერენცია გამართეს და შეგვატყობინეს, რომ ქართველი შემტევის კონტრაქტი გამოისყიდეს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, კვერნაძეს ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა. სერია A-ში მან მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში, მოედანზე 59 წუთი გაატარა, იტალიის თასზე კი 3 მატჩი ითამაშა. გიორგი „კოლხეთი 1913“-ის საკუთრება იყო და „ფროზინონეში“ იჯარის წესით ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები