გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მონაკოში შემდგარი ტრანსფერი ჩაშალა - მიქაუტაძის სიყვარული ლიონთან

ევროპის ჩემპიონატზე საოცარი თამაშისა და იმ ფურორის ფონზე, რის შედეგადაც გიორგი მიქაუტაძე კონტინენტის პირველობის თანაბომბარდირი გახდა და „ოქროს ბუციც“ მიიღო, საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდი ფრანგული სპორტული პრესის დიდი ყურადღების ქვეშ რჩება. ავტორიტეტულმა გამოცემა Footmercato-მ გამოაქვეყნა მოკლე წერილი, სადაც დეტალურად არის ის მიზეზები განხილული, რის გამოც გიორგიმ არჩევანი „ლიონის“ სასარგებლოდ გააკეთა.

რა წერია მიქაუტაძეზე

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ გიორგი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ლიონის იმ რაიონში, სადაც ლეგენდარული „ჟერლანის“ სტადიონი მდებარეობს და როდესაც აქედან მიდიოდა, ალბათ ყოველთვის ოცნებობდა, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა და მშობლიური ქალაქის უპირველესი კლუბის ფანებს გაახარებდა.

„მონაკო“ მის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო, ასევე აქტიურობდა „ლანსი“, რომელმაც შარშანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „არსენალისა“ და მისი დონის გუნდებთან უმაღლეს დონეზე ასპარეზობით ბევრს დაამახსოვრა დადებითი კუთხით თავი. დადასტურებული არ არის, თუმცა როგორც ამბობენ „თავადების“ შეთავაზება იმდენად შთამბეჭდავი იყო, მხოლოდ მიქაუტაძის ხელმოწერა აკლდა.

სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე „ლიონი“ გამოჩნდა, რომელმაც შარშან ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ, მეორე წრეში თამაშის ხარისხი მკვეთრად გამოასწორა და ქომაგებს გაუჩინა იმის იმედი, რომ კვლავაც შეძლებს ძველებური დონის თამაშის ჩვენებას.

გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მან ამ გუნდის რიგებში მხოლოდ მეორე წრეში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვებულება დაასრულა - მიქაუტაძემ ვარჯიში განაახლა
შვებულება დაასრულა - მიქაუტაძემ ვარჯიში განაახლა