გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი სულაბერიძე, ლუკა ალავიძე
Aa
Aa

ოჩხიკიძის 27 ქულა - საქართველომ მოიგო და B დივიზიონში მე-5 ადგილზე გავიდა (U2O)

კალათბურთში, B დივიზიონის მე-5 ადგილისთვის მატჩში უნგრეთი საქართველოს 20-წლამდე ნაკრებთან დამარცხდა - 79:96. ამ გამარჯვებით ქართველი კალათბურთელები მე-5 ადგილზე გავიდნენ.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 22:20 დათმო, თუმცა დარჩენილი სამი პერიოდიდან ყველა მოიგო - 18:26, 20:23, 19:27.

96-დან 27 ქულა გიორგი ოჩხიკიძემ ჩააგდო. გარდა ამისა, მის აქტივში 7 მოხსნა და 5 პასია. გიორგი სულაბერიძე გუნდს 26 ქულით დაეხმარა, ორმა დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 3 პასია.

ლუკა ალავიძემ 14 ქულა ჩააგდო, ლუკა ლომთაძემ - 10, სერგი ნინუამ - 8, ვატო გაჩეჩილაძემ - 7, გეგა წულაიამ - 3, ავთანდილ ბახტაძემ - 1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები