დემბელე და მბაპე აუტისტებივით თამაშობენ - სამპაოლიმ ფრანგები დაამცირა
ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ხორხე სამპაოლი არაორდინალური ქცევებითა და განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა ამჯერად მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 64 წლის მწვრთნელს, ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ახლახანს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ასპარეზობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც მან მოურიდებლად ისაუბრა და სამფეროვნების ვარსკვლავები აუტისტებად მოიხსენია.
რა თქვა სამპაოლიმ
ლაპარაკს დემბელეთი დავიწყებ, ის ისე თამაშობს აუტისტი გეგონება. შეტევას მუდამ თვითონ იწყებს და ამთავრებს. უბრალოდ არ იცის როგორც ჩართოს იერიშის დროს თანაგუნდელები და მათ შესაძლებლობების დამტკიცების საშუალებას არ აძლევს. მხოლოდ მაშინ ბრწყინავს, როდესაც ინდივიდუალურად რამის გაკეთებას ცდილობს, თუმცა ეს ათიდან ერთ შემთხვევაში გამოსდის. იმდენად არა როგორც დემბელეს, მაგრამ კილიან მბაპესაც ხშირად სწორედ ეს ემართება.
სამპაოლისთვის ჯერჯერობით საფრანგეთის ნაკრების არც ერთ და არც მეორე ვარსკვლავს არ უპასუხია. თუმცა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ მბაპეს ლიდერობით, რომელსაც ახლა ის აუტისტად იხსენიებს, სამპაოლის მომზადებული არგენტინის ნაკრები ფრანგებმა 4:3 დაამარცხეს და კილიანმა დუბლი შეასრულა.