ევრო 2024
Aa
Aa

ფინალის წინ ტერაქტის საფრთხე იყო - პოლიციამ სამი პირი დააკავა

გერმანიის დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ გამართულმა ინგლისი - ესპანეთის ევროპის ჩემპიონატის ფინალმა ერთი შეხედვით ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, არსებობდა სერიოზული საფრთხე იმისა, რომ საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე საშინელი ტრაგედია მომხდარიყო.

The Sun-ის ცნობით, ბერლინის პოლიციამ კონტინენტის პირველობის ფინალის დაწყებამდე, სავარაუდო ტერორისტული აქტი აღკვეთა. ქვეყნის დედაქალაქთან საკმაოდ ახლოს მდებარე პატარა ქალაქ პოტსდამში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კოორდინირებული რეიდებისა და ანტიტერორისული ოპერაციების დროს, სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ მოსაძებნად ჩხრეკა სამ მისამართზე ჩატარდა და საბოლოოდ ამ ყველაფერმა სათანადო შედეგი გამოიღო. დამნაშავეების მობილურ ტელეფონზე აღმოჩნდა დაშიფრული ფოტოები ბრაიტშაიდპლანცისა და ბერლინის დიდი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ინგლისელთა და ესპანელთა ფან ზონები იყო და მატჩის დღეს ხალხმრავლობა იგრძნობოდა. ირკვევა, რომ დაკავებულები ისლამისტური სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან და მათ ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი ესპანელებმა ნიკო უილიამსისა და მიკელ ოიარსაბალის ბურთებით ინგლისელებს 2:1 მოუგეს და ევროპის ჩემპიონები სარეკორდოდ, მეოთხედ გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკოს აგენტი დეკუს შეხვდა - ბარსელონა ტრანსფერის დახურვას ჩქარობს
ნიკოს აგენტი დეკუს შეხვდა - ბარსელონა ტრანსფერის დახურვას ჩქარობს