ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ვერონას ჩელენჯერი - ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მასპინძელთა წარმომადგენელს მატეო შიბასის დაუპირისპირდა და მარტივად ორ სეტში 6:2 6:0 აჯობა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა ცუდად დაიწყო და საკუთარი ჩაწოდება დათმო, თუმცა შემდეგ უკუბრეიკი შეასრულა.

ამის შემდეგ, ბასილაშვილმა კიდევ ორჯერ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში კი იტალიელს არანაირი შანსი არ ჰქონდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ბრეიკი შეასრულა და ნულზე გაიმარჯვა.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზის მოწინააღმდეგე ბრაზილიელი მატეუს დე ალმეიდა იქნება, რომელიც ATP რეიტინგში 331-ე ადგილს იკავებს, თავად ბასილაშვილი კი 440-ე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები