ოლიმპიადა
Aa
Aa

ვინ როდის იასპარეზებს - ქართველი ოლიმპიელების განრიგი

26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით სპორტის 10 სახეობაში 28 ოლიმპიელი იასპარეზებს, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდი გამოვა. ბუნებრივია, თითოეულ დისციპლინაში შეჯიბრების დრო გარკვეულია და განრიგიც გაწერილია, სადაც შესულია როგორც საკვალიფიკაციოა, ასევე ფინალური ეტაპის შეხვედრების დაწყების დრო. შესაბამისად, კვალიფიკაციაში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა გარკვეული კორექტივები შევიდეს. გარდა ამისა, სპორტის ზოგიერთ სახეობაში, ადგილზე, უშუალოდ კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა კონკრეტულად ჩვენს რომელ სპორტსმენს რა დროს მოუწევს სარბიელზე გასვლა.

გაცილების ტრადიციულ ცერემონიალზე ოლიმპიელების სახელით ფიცი წინა, ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა დადო. საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული სპორტსმენი, უკვე ათგზის ოლიმპიელი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე იქნებიან. პარიზსი ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, მისიის ხელმძღვანელი კი სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი იქნება.

ქართველი ოლიმპიელების განრიგი

27 ივლისი

ტყვიის სროლა (კვალიფიკაცია)

11:00 – 15:45 - ნინო სალუქვაძე

ფარიკაობა (კვალიფიკაცია, ფინალი)

12:00 – 00:50 - სანდრო ბაზაძე

ძიუდო (კვალიფიკაცია, ფინალი)

12:00 – 21:00 - გიორგი სარდალაშვილი (60 კგ)

ცურვა (კვალიფიკაცია, ნახევარფინალი)

13:00 – 00:30 - ანა ნიჟარაძე (ბატერფლაი)

კრივი (1/16 ფინალი)

17:30 – 00:25 - ლაშა გურული (63, 5 კგ)

28 ივლისი

ტყვიის სროლა (ფინალი)

11:30 – 15:05 - ნინო სალუქვაძე

ძიუდო (კვალიფიკაცია, ფინალი)

12:00 – 21:00 - ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)

კრივი (1/16 ფინალი)

13:00 – 00:10 - გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ)

ცურვა (კვალიფიკავია, ნახევარფინალი)

12:00 – 00:30 - ნოე ფანცხავა (გულაღმა)

ცურვა (ფინალი)

22:00 – 00:30 - ანა ნიჟარაძე (ბატერფლაი)

29 ივლისი

ძიუდო (კვალიფიკაცია, ფინალი)

12:00 – 21:00 - ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)

კრივი (მერვედფინალი)

13:00 – 00:10 - ლაშა გურული (63,5 კგ)

30 ივლისი

ძიუდო (კვალიფიკაცია, ფინალი)

12:00 – 21:00 - ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ)

ცურვა (ფინალი)

22:30 – 00:30 - ნოე ფანცხავა (გულაღმა)

31 ივლისი

ძიუდო (კვალიფიკაცია, ფინალი)

12:00 – 21:00 - ლაშა ბექაური (90 კგ)

1 აგვისტო

ძიუდო (კვალიფიკაცია, ფინალი)

12:00 – 21:00 - ილია სულამანიძე (100 კგ)

კრივი (მეოთხედფინალი)

13:00 – 00:25 - ლაშა გურული (63,5 კგ), გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ)

2 აგვისტო

ტყვიის სროლა (კვალიფიკაცია)

11:00 – 16:00 - ნინო სალუქვაძე (25 მ)

ძიუდო (კვალიფიკაცია, ფინალი)

12:00 – 21:00 - გურამ თუშიშვილი (+100 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

მძლეოსნობა (კვალიფიკაცია)

12:00 – 15:00 - ლიკა ხარჩილავა (100 მ)

ბატუტზე ხტომა (კვალიფიკაცია, ფინალი)

14:00 – 16:30 - ლუბა გოლოვინა

3 აგვისტო

ძიუდო (კვალიფიკაცია, ფინალი)

10:00 – 21:00 - შერეული გუნდური

ტყვიის სროლა (ფინალი)

11:30 – 12:50 - ნინო სალუქვაძე (25 მ)

4 აგვისტო

კრივი (ნახევარფინალი)

13:00 – 19:55 - ლაშა გურული (63,5 კგ), გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ)

6 აგვისტო

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (კვალიფიკაცია, ნახევარფინალი)

13:30 – 23:45 - რობერტ კობლიაშვილი (97 კგ)

7 აგვისტო

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისთვის, ფინალები)

13:00 – 23:45 - რობერტ კობლიაშვილი (97 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (კვალიფიკაცია, ნახევარფინალი)

13:00 – 23:45 - რამაზ ზოიძე (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ)

ძალოსნობა (ფინალი)

17:00 – 19:30 - შოთა მიშველიძე (61 კგ)

კრივი (ფინალი)

23:30 – 01:30 - ლაშა გურული (63, 5 კგ)

8 აგვისტო

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისთვის, ფინალი)

13:00 – 23:45 - რამაზ ზოიძე (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა (კვალიფიკაცია, ნახევარფინალები)

13:00 – 23:45 - ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ)

9 აგვისტო

თავისუფალი ჭიდაობა (დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისთვის, ფინალი)

13:00 – 23:45 - ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა (კვალიფიკაცია, ნახევარფინალი)

13:00 – 23:45 - გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

კრივი (ფინალი)

23:30 – 01:30 - გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ)

10 აგვისტო

თავისუფალი ჭიდაობა (დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისთვის, ფინალი)

13:00 – 23:45 - გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა (კვალიფიკაცია, ნახევარფინალი)

13:00 – 23:45 - გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ)

ძალოსნობა (ფინალი)

13:30 – 16:00 - ირაკლი ჩხეიძე (102 კგ)

22:30 – 01:00 - ლაშა ტალახაძე (+102 კგ)

11 აგვისტო

თავისუფალი ჭიდაობა (დამამშვიდებელი წრე, შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისთვის, ფინალი)

13:00 – 23:45 - გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზი 2024 | განთესილი ძიუდოისტების ბადე - თუშიშვილი რინერის ბადეშია
პარიზი 2024 | განთესილი ძიუდოისტების ბადე - თუშიშვილი რინერის ბადეშია